დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაციები, თუ როგორ ხედავენ და აფასებენ სამეგრელოში მიმდინარე პროცესებს მედიის წარმომადგენლები.
დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ წარმოდგენილი მედიასაშუალებების ოპერატორები და ფოტოგრაფები. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრების გამართვას ყოველთვიურად აპირებს.
ფოტო მოგვაწოდა ჟურნალისტმა მალხაზ ბასილაიამ