რა ჩაიდინა სულაშვილმა ისეთი, რომ გუბერნატორმა ორ დღეში გაათავისუფლა?


გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ლევან სულაშვილმა, თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ლევან სულაშვილს, რომელმაც დაადასტურა ფაქტი: “სამსახურიდან, პირადი პრობლემების გამო წამოვედი გუშინ.”სულაშვილმა, ახალ გუბერნატორთან სულ ორი დღე იმუშავა. მოახერხა, მოწერელიასთვის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების წარდგენა.  ეს იყო და ეს… “ზუგდიდელებს,” სარწმუნო წყარომ უთხრა, რომ კონკრეტულ თემზე შელაპარაკება მოხდა გუბერნატორსა და პრესატაშეს შორის. რის გამოც, გუბერნატორმა, სულაშვილს უთხრა, დროზე “აეკრა  გუდა–ნაბადი” და დაეტოვებია სამსახური. “ზუგდიდელებთან” და მედიაჯგუფთან მიმოწერაში კი, სულაშვილი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად პირად პრობლემას ასახელებს, ამბობს, რომ ტოვებს ზუგდიდსაც და საცხოვრებლად თბილისში გადადის.

ლევან სულაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 26 აგვისტოს დაინიშნა. მან პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე პაატა ლაგვილავა შეცვალა, რომელმაც, როგორც «ზუგდიდელებს» განუცხადა, საკითარი სურვილით დატოვა ეს თანამდებობა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!