ზუგდიდში ახალი სასტუმრო გაიხსნა. “გარდენ პალასი” მთელი აგვისტო სატესტო რეჟიმში იმუშავებს და სექტემბრის დასაწყისში, ოფიციალურ პრეზენტაციაზე მოიწვევს ზუგდიდელებს. სასტუმრო ხუთსართულიან შენობაშია განთავსებულია 25 კომფორტული ნომრით, საიდანაც იშლება დადიანების სასახლისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საოცარი ხედები. სასტუმროში, ასევე, განთავსებულია რესტორანი და ღია ტერესა. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს და სასტუმროების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს და არიან ხარისხზე ორინტირებელი.
სასტუმროში წარმოდგენელია ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქსი და სოჯახო ნომრები. კეთილმოწყობილ და კომფორტულ ნომრებში არის პლაზმური ტელევიზორი.