ზუგდიდში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ.”სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს ჭადრაკის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მურმან დემურიას რიგით მე-18 მემორიალი ჭადრაკში. მემორიალს უმასპინძლა რესტორანმა “რომანტიკამ”.

მემორიალი მოიცავდა ორ ღია ტურნირს – რაპიდსა და ბლიცს, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. რაპიდ ტურნირში დროის რეგლამენტი იყო 15 წუთი თითოეულ მონაწილეს ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით, ბლიც ტურნირში – 3 წუთი, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ტურნირში დათვლილ იქნა “ფიდეს” რეიტინგი.ბერია

28 ივლისს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით: ღია რაპიდ ტურნირის პრიზიორები: I ადგილი – გიორგი ბეჭვაია II ადგილი – თემურ ოთხოზორია III ადგილი – გიორგი კუხალეიშვილი ღია ბლიც ტურნირის პრიზიორები: I ადგილი – ცოტნე ქვარცხავა II ადგილი – გიორგი ბეჭვაია III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!