გაფრთხილება “ეთიკის კოდექსის” დარღვევისათვის


დღეს, საკრებულოს სხდომაზე, “ეთიკის კოდექსის” დარღვევისთვის, ოპოზიციონერ დეპუტატს ანა წითლიძეს მიეცა გაფრთხილება ოქმში შეტანით, საკრებულოს მეორე დეპუტატს სალომე ფაცაციას კი სიტყვიერი გაფრთხილება. “საკრებულოში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომელიც მიღებულია NDI-ის დახმარებით, და მხარდაჭერით.

საკრებულოს ყველა წევრი მხარს უჭერდა მას. ქალბატონი ანი წითლიძე შეურაცხყოფას აყენებს ამ კოდექს და ამბობს, რომ ერთ ადგილას აიფარეთ ეს კოდექსი. ამით შეურაცყოფას აყენებს NDI-ს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას, და არ აღიარებს მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას. გაფრთხილება მიეცა ქალბატონ სალომე ფაცაციასაც”-უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ.

თავის მხრივ, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მან საჯაროდ გამოხატა აზრი საკრებულოს დეპუტატის ეკატერინე კიფაიას და სხვა დეპუტატების მიმართ. “ეს გაფრთიხილება სასაცილოდ არ მყოფნის. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავუმეორე ქალბატონ ეკა კიფაიას, ის ვიდეოები, რასაც ისინი აზიარებენ, თითქოს წინა ხელისფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე, ეს დავალება ყველა საჯარო მოხელეს ჰქონდა, რაც არის მონობა. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები, რომლებიც გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი”. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ “ესენი არიან მონები, რომლებსაც აქვთ ერთი ფუნქცია ხელი აწიონ და დაწიონ”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!