ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი დროშა და გერბი აქვს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი დროშა და გერბი აქვს. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე კაკავას განმარტებით, კონკურსის შედეგად შემოსული იყო სამი ესკიზი. „ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ცნობილი ჰერალდიკოსის მირიან კიკნაძის მიერ შემოთავაზებული ესკიზი.“

ზუგდიდის მუნიციპალიტიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად–ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეაგდენს ფარის 1/5–ს/ ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე  ფარი-ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს სამოსელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი, ვერცხლ ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი“. რაც შეეხება დროშას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  დროშა წარმოადგენს მართლკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. დროშის I და III მეოთხედები – ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები – ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!