დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა-სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს სემდეგი საკითხები: სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქების ზუგდიდისა დაფოთის მუნიციპალიტეტთა-სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს გაცნობა. რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების ფორმირება.