“სამართლიანი და ღირსეული ცხოვრებისათვის”


დღეს, ზუგდიდის ბულვარში, ასოციაცია „დეამ“, პროექტის “კამპანია “სამართლიანი და ღირსეული ცხოვრებისათვის” ფარგლებში, ჩაატარა ფლეშმობი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ლაღიძის ქუჩისა და სააფთიაქო სამმართველოს დასახლებაში მცხოვრებ დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად. 

წარმოდგენაში ნაჩვენები იყო დასახლების დევნილთა პრობლემები. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, წარმოდგენის მიზანი იყო ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის პრობლემებისადმი და მათი მხარდაჭერის მოპოვება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fHcQ_JduYtg[/embedyt]

პროექტი დაფინანსებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის(CISU) მიერ პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ფარგლებში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!