გაიმართა ღონისძიება ევროპის დღეების ფარგლებში


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა, ევროპის დღეების ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხატვის ღონისძიება მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლისა და ასოციაცია „ათინათის“ კლუბის მოსწავლეებმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საზოგადოება, ქვეყანა შეთანხმდა, რომ  ჩვენი არჩევანია ევროპა და დასავლური ინსტიტუციები. „კარგია, რომ ამ ღონისძიებას ბავშვებიც უერთდებიან, იმიტომ, რომ ევროპა გვაძლევს ძალიან ბევრ, კარგ შესაძლებლობას, მათ შორის თანამედროვე კარგ ხარისხიან განათლებას, რაც სწორედ ამ ადამიანებს, ამ თაობას სჭირდება“.IMG_3919

ღონისძიების ბოლოს, შეხვედრის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!