ბანკირები ზუგდიდში


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში პრესკოფერენციაზე განაცხადა ეროვნული ბანკის გენერალურმა დირექტორმა კობა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდეგ წლიური ინფლაცია შემცირდა. “ეს მოსალოდნელი  და პროგნოზირებული იყო. მარტის თვეში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, რაც პრაქტიკულად მიზნობრივ დონეზეა. არსებულ პირობებში, წლის განავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Yv-GRDnnETY[/embedyt]

დღევანდელ შეხვედრაზე, მამუკა გვენეტაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მონეტარული კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!