13 მაისს, ცაიშის თემში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. რჩევნები  მაჟორიტარული  საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში  მიმდინარე წლის 13 მაისს გაიმართება. 13 მაისს არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია  2829 ამომრჩეველი. საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია. ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.  ცესკომ, 13 მაისის არჩევნებისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.  ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა.

ცაიშის თემში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!