შეხვედრა “მესამე ტალღის” ფარგლებში


დღეს, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის “მესამე ტალღის” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია როგორც ამ წესების დარღვვასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან და სახელმწიფოს მექანიზმებზე.ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ნატოს საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.   “დღევანდელი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TUEIlIlKzxM[/embedyt]

“ევროპა საქართველოსთვის” ვებპორტალის ანალიტიკოსმა ზურაბ მოდებაძემ განმარტა, რომ საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ნაწილი ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pEfw38qKJWM[/embedyt]

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასულირო პირები. მოგვიანებით, შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!