დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დევნილთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. გიორგაძის განმარტებით, აპრილის თვეში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 240 დევნილი მიიღებს. ამის, გარდა, სამინისტრო გეგმავს, ექვსი კორპუსის მშენებლობას, სადაც 400-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ ბინების განაწილების პროცესი იქნება გამჭვირვალე და შეიძლება ნებისმიერი პიროვნების ჩართვა კომისიის მუშაობის საქმეში.
დღევანდელი შეხვედრა ორგანიზებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ბიუროს მიერ.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.