“იცოდე შენი კუთხის ისტორია”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა მხარეთმცოდნეობის კლუბის (ხელმძღვანელი თეონა ხუბულავა) ვიქტორინა-კონკურსი  “იცოდე შენი კუთხის ისტორია”, პირველი ტური.ვიქტორინა-კონკურსის I ტური შეეხო კოლხეთს, უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე. კონკურსის თემატიკა იყო დასავლეთ-ქართული ტომები და მათი თავდაპირველი განსახლების არეალი. მიწათმოქმედება, ხელოსნობა, ოქრომჭედლობა, მეტალურგია. სამარხები და სამარხეული ინვენტარი. ბერძენ-ლათინელ ავტორთა ცნობები ძველ კოლხეთზე. კოლხეთის სამეფო და მისი მართვის სისტემა. ციხე-ქალაქები და ქალაქური დასახლებანი კოლხეთში. ვაჭრობა და ბერძნული ახალშენები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. კოლხების ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან. დამწერლობა და ანტიკური ხანის წარმართული პანთეონი.

 ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებმა: I ს/სკოლის გუნდი ,,ლაზიკა“  II ს/სკოლის გუნდი ,,აია“ II ს/სკოლის გუნდი ,,მაფშალია“  V ს/სკოლის გუნდი ,,კოლხები  VI ს/სკოლის გუნდი ,,აია“
VII ს/სკოლის გუნდი ,,კვირბები კახათის I ს/სკოლის გუნდი ,,კოლხა“ ახალაბასთუმნის ს/სკოლის გუნდი ,,ლაბირინთი“რუხის ს/სკოლის გუნდი ,,ჰერაკლე“
აფხაზეთის I ს/სკოლის გუნდი ,,პანაცეა“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს ს/სკოლის გუნდი ,,კვირბები“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის I ს/სკოლის გუნდი ,,ნიკე“, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ს/სკოლის გუნდი ,,ტალანტაბი“.

დაგეგმილია ვიქტორინა-კინკურსის ,,იცოდე შენი კუთხის ისტორია“, ორი ტურის ჩატარება. სასწავლო წლის ბოლოს კი, გაიმართება ფინალური შეხვედრა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები.

მხარეთმცოდნეობის კლუბის კოორდინატორის თეონა ხუბულავას განმარტებით, ვიქტორინა-კონკურსის მიზანია სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა. ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემის პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება.”ვიქტორინა-კონკურსმა წარმატებით ჩაიარა, მონაწილეებმა მეტი უნდა იკითხონ და უფრო მეტად განავითარონ თავიანთი შემეცნებითი თვალსაწიერი.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!