დღეს, სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ,,სარკმელის’’,,გულების ოთახში’’, ჩატარდა ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადესა’’ და “სარკმელის” ერთობლივი პროექტის – ახალი სახეები’’ მორიგი შეხვედრა შემოქმედ მოსწავლეებთან.
მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა ქალაქ ზუგდიდის X საჯარო სკოლის მოსწავლე ეტი მესხია, და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ფიფია. შეხვედრას უძღვებოდა “სარკმელელი” ლუკა ჩანგელია, რომელმაც დღეს მედიაექსპერტის მოვალეობაც შეასრულა და შეხვედრის დაწყებამდე მიმოიხილა ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალის “ახალი სარკმელის” ახალი ნომერი.