,,ხან მიწისა ვარ, ხან ცისა“


ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“-სა და ზუგდიდის დადიანების მუზეუმის ერთობლივი პროექტის ,,ხან მიწისა ვარ, ხან ცისა“ფარგლებში გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში დაცული აკაკი წერეთლის ხელნაწერები და ის ფოტოები წარმოადგინეს, რაც მწერლის სამეგრელოში სტუმრობასა და სამკითხველოს გახსნას უკავშირდება. დასასრულს ,,ოქროს ფონდში“ დაცული ფილმის ,,აკაკის მოგზაურუბა რაჭა-ლეჩხუმში“ ჩვენება გაიმართა. გამოფენა მიეძღვნა აკაკის გარდაცვალების დღეს.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!