ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო


დღეს, საღამოს 18.30-ზე ზუგდიდში, “სკეით პარკში” მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.  ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, მოქალაქეები. განათების ცერემონიალზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა სიმღერა კირიალესა შეასრულეს.ზუგდიდის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 31 დეკემბერს 22.00  საათზე დაიწყება საახალწლო კონცერტი და ზუგდიდელები ერთად შეხვდებიან ახალ 2018 წელს. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=P5zj5RlRB6o[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!