“ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“


19 ნოემბერს, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“, პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“, შეხვედრა გამართა ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. .

ღონისძიებების ციკლში, ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველ დღეს, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მათ უფლებებზე. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ზღაპრის”ბავშვი, რომელიც კვლავ იცინის”  საჯარო კითხვა. მოგვიანებით, ბავშვებმა შექმნეს ნახატები ღიმილის თემაზე. „თანაზიარის“ ხელმძღვანლის ხათუნა ბეჭვაიას ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, შეიქმნა ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი.“ძალიან კარგია, რომ ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარ უფლებებზე, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია და რაც მთავარია, მათი უფლებები იქნება საზოგადოების და ჩვენს მიერ დაცული“.

პროექტის ფარგელებში,  “თანაზიარმა“ 20 ნოემბერსაც, სამხატრო გალერეაში, მოაწყო ნახატების გამოფენა თემაზე: ” მე და მამა”.  სამხატვრო სკოლის 67 მოსწავლემ გამოფენაზე წარადგინა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მამა.  “თანაზიარის” ხელმძღვანლის, ხათუნა ბეჭვაიას განმარტებით, მათი მიზანი იყო საზოგადოებისათვის დაენახვებინათ, ბავშვები რას ფიქრობენ მამასთან და მის აღზრდასთან დაკავშირებით. “ბავშვებს ყველაფერი ნათელ ფერებში აქვთ დახატული. შეიძლება ის მამები, რომლებიც ნახატებში ყავთ გამოყვანილი, არიან იდეალურები. მაგრამ რაც მთავარია, ბავშვებს უნდათ ასეთი მამები ჰყავდეთ, ასეთ მამებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. რაც მთავარია, ბავშვებმა საზოგადოებას, ჩვენ, მოზრდილებს გვიჩვენეს, რომ გვინდა ასეთ გარემოში ცხოვრება, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული ოჯახში, საზოგადოებაში. ეს არის ბავშვების მესიჯები ჩვენდამი“. ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის ფსიქოლოგმა მარიამ ლემონჯავამ აღნიშნა, ნახატებიან ჩანს, რომ ბავშვებს მოსწონთ ოჯახში იდეალური სიტუაციები, როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად არის შეკრებილი. “მე ვისურვებდი, მამების როლი უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო, უფრო მეტი საინტერესო აქტივობა ჰქონოდათ მამებს და შვილებს ერთად”.

შეხვედრის დასასრულს, პროექტში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სერთიფიკატი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!