ზუგდიდის მერმა თავისი გუნდის პრეზენტაცია ხვალამდე გადადო


მედიისთვის, წინასწარ დაანონსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერის გუნდის პრეზენტაცია, რომელიც დაანონსებული იყო დღეს, 12.00-სთ-ისთვის და საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიის  პრესსამსახურის სავარაუდო უფროსმა მაგდალინა თოდუამ შეგვატყობინა, გადაიდო. 

მაგდალინა თოდუა, პრეზენტაციის გადადებას “გარკვეული პირების” ზუგდიდში არყოფნით ხსნის. “ზუგდიდელების” შეკითხვაზე, ვინ მოიაზრებიან “გარკვეულ პირებში” მაგდალინა თოდუა არ განმარტავს, რადგან ის თვლის, რომ ამ პიროვნებების ვინაობის წინასწარი დასახელებით, უინტერესო გახდება ხვალინდელი პრეზენტაცია.

მერის ახალი გუნდის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 21 ნოემბერს. პრეზენტაციის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას მედია დამატებით მიიღებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!