ახალარჩეული საკრებულოს “ენმ”-ს დეპუტატმა ანა წითლიძემ, დღის წესრიგით შემოთავაზებული საკითხების განხილვის გადადება ითხოვა იმ მიზეზით, რომ დეპუტატებს სჭირდებოდათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში გარკვევა, როგორიცა მუდმივმოქმედი კომისიების არჩევა, საკრებულოს და მერიის თანამდებობრივი რანგირების, სარგოს და მომსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება. მან მომავალი სხდომისთვის ითხოვა საკითხების განსახილველად გადადება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=l7d6UZOxZOM[/embedyt]
“ენმ” მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” ორმა დეპუტატმაც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SZ7tXBQ8ZRA[/embedyt]
მამუკა წოწერიამ წითლიძეს უპასუხა, რომ აუცილებლობაა ამ საკითხების დღესვე განხილვა და იმაზეც მიანიშნა, რომ “უმარავლესობას” არსად ეჩქარებოდა და დღის ბოლომდე განიხილავდნენ წარმოდგენილ საკითხებს. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. საკრებულომ კი განიხილა და დაამტკიცა დღის წესრიგის ყველა საკითხი და პირველი სხდომის მუშაობა დაამთავრა.