დღეს, ინგირის #1 საჯარო სკოლის მეორე (ბ) კლასის მოსწავლეებმა გამართეს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით “იაკობ გოგებაშვილი: “ჩვენი მზე, ჩვენი დარია”. დღევანდელ ღონისძიებაზე მოსწავლებმა ისაუბრეს, დედა-ენის ავტორის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. კლასის დამრიგებლის ნატო ჭუმბურიძის განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები ხშირად ტარდება მათ კლასში და მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.