საიას ზუგდიდის ოფისმა ანგარიში წარადგინა


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას გააცნო საიას მიერ, განხორციელებული საქმიანობები, აქტივობები და ჩატარებული ღონისძიებები. 

დღევანდელ შეხვედრაზე, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ აღნიშნა, რომ  ზუგდიდის ოფისს ორიათასმა ბენეფიციარმა მიმართა დახმარებისთვის. მისი თქმით, საკითხები ძირითადად, ეხებოდა ოჯახში ძალადობის, სესხის და პოლიციელების მიერ, შესაძლო დანაშაულებრივ ქმედების ეფექტურ გამოძიებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mx9TMqwlX84[/embedyt]

საიას რეგიონული ოფისების კოორდინატორმა მზია გოჩელაშვილმა საიას ზუგდიდის ოფისის მუშაობა წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, ეს არის პატარა, მაგრამ იმედის მომცემი ოფისი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MNN1TlWQ3Js[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!