ზუგდიდში გარემოვაჭრეებს ისევ პრობლემები აქვთ


წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, აიღო გარემოვაჭრეების დახლები და ქოლგები. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტერტორიაზე უნდა დაიწყოს გათხრითი სამუშაოები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

დახლების აღებას შეესწრო რამდენიმე გარე გამყიდველი. დილიდან კი, გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ ამ ტერიტორიაზე და აპროტესტებენ, რომ მერიისაგან არ ჰქონიათ წინასწარი შეტყობინება – გაფრთხილება, ითხოვენ მათი კუთვნილი ნივთების დაბრუნებას და აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, რომ ისევ დართონ ნება ამ ტერიტორიაზე გააგრძელონ ვაჭრობა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TtFsM5w1Ug4[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას, რომელმაც უარი განაცხადა კომენტარზე. ” მიმართეთ პრესსამსახურს და ის გეტყვით ჩემს აზრს”. გვითხრა ესართიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!