„ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“


დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე,

 ასევე, ადამიანის  უფლებების  დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზუგდიდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით საინტერესოა დევნილთა უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მცხოვრებ პირთა უფლებები და შრომითი უფლებები. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დ აცვის სამდივნოზე. მათი თქმით, სამდივნო 2014 წლიდან არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი. სამდივნო მონიტორინგს და შეფასებას უწევს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენეტის მიერ. ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილ ყველა პრობლემას ასახავენ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში, რომელიც განახლების პროცესი მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა. „შემდეგ უკვე განვახორციელებთ მეორე ვიზიტს, სადაც დაწვრილებით გავაცნობთ მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს იმ საკითხებს, რომელიც ჩაიდება სამთავრობო სამოქმედო გეგმაში.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EYb-SOs0Um0[/embedyt]

შეხვედრაზე ბლოკ „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა თეა ქარდავამ, ისაუბრა დევნილთა პრობლემებზე და მათ ინტეგრაციაზე. ქარდავას აზრით, როდესაც კრიტერიუმის საფუძველზე ხდება დევნილთა გრძელვადიანი ჩასახლება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ინტელექტუალი და ჯანსაღი ოჯახების წარმომადგენლები.  ქარდავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ხურჩაში ამბულატორიის გახსნაზე, საზღვრისპირა სოფლებში საერთაშორისო ორგანიზაციების პატრულირებაზე. მისი განმარტებით, უნდა გადამზადდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პედაგოგები, საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ რეკომედნაციას აუცილებლად გაითვალისწინებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mL1kCfYq3qw[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!