9 მაისი, საკონსტიტუციო განხილვა და პრეზიდენტი ზუგდიდში


პრეზიდენტი მარგველაშვილი, ამ წუთებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მონაწილეობას ღებულობს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის კონსტიტუციის განხილვის კომისიის წევრებთან ერთად. შეხვედრის დასაწყისში, კობახიძემ, მცირე მიმოხილვა გააკეთა იმ ცვლილებების გაშემო, რომელიც კონსტიტუციაშია დაგეგმილი. ხაზი გაუსვა ქვეყნის მართვაში მთავრობისა და პრეზიდენტის როლს. აღნიშნა, რომ ბევრი პრივილეგია, რომელიც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციაში, უცვლელი რჩება.

კონსტიუციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე და მისი არჩევის წესებზე, ზოგადად, საარჩევნო სისტემაზე, ბარიერებზე, ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yOoZVppssI4[/embedyt]

დილიდან, გიორგი მარგველაშვილი იმყოფება ზუგდიდში. ის ესტუმრა ფაიფურის დასახლებას, სადაც სამამულო ომის მონაწილე ქალბატონი, 91 წლის ოლგა ცალანი მოინახულა, შემდეგ შეხვდა ფაიფურის დასახლების მოსახელობას. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა, კომბინატის დასახლებაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი შოთა მესხიას სახელობის უნივერისტეტში, კამპანია “კონსტიტუცია ყველასიას” ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების ხარვეზებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა. “ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოგების შანსი უნდა შევუქმნათ. ამ არსებული კონსტიტუციით, ძალიან მაღალი ბარიერია, 5%-იანი ბარიერია იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდე. ამის მერე პრობლემური არის ის, რომ ბლოკების შექმნის უფლება არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.სტუდენტებს შეკითხვები აქვთ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. მათი ნაწილის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა შეიცვალოს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!