79 წლის ციალა ჯოჯუას რიგით მესამე შიმშილობა


79 წლის ციალა ჯოჯუა და მისი ქალიშვილი ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ციალა ჯოჯუამ ისევ შიმშილობა დაიწყო. ისინი აქციას ზუგდიდის მერიის წინ ტრაფარეტებით ხელში მართავენ. ქალბატონმა ლალიმ პროტესტის ნიშნად იმ სამშენებლო მასალიდან ის უხარისხო ფიცარი მოიტანა, რომელითაც მის ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა .  “ზუგდიდელებთან“ საუბარში ციალა ჯოჯუა აცხადებს, რომ ის არ აპრებს შიმშილობის სეწყვეტას მანამ სანამ მისი   მოთხოვნები ბოლომდე არ იქნება შესრულებული:“დამპირდნენ, ყველაფერს გაგიკეთებთო, მერამდენედ მომატყუეს, ჩემთან ბინაში ადამიანი ვერ იცხოვრებს, გვაწვიმს და წყალი ღვარად ჩამოგვდის. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია“,. ლალი ცირდავას თქმით, მათთან არავინ მისულა სიტუაციის გასარკვევად, არადა ქალაქის მერი დაჰპირდა ყველაფერს მოგიგვარებთო: „სანამდე უნდა ვიყოთ ასე, კუთვნილი საცხოვრებლის შეკეთება და დაკანონება გვინდა, მეტს არაფერს ვითხოვთ“. მოშიმშილე ქალბატონს ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა შეხვდა და აღუქვა, რომ დანაპირებს შეუსრულებდნენ, რაზეც ლალი ცირდავამ უარი განაცხადა. „მერამდენედ ხდება ჩვენი მოტყუება, აქედან მაინც არ წავალთ“. მოგვიანებით, გულორდავამ ჟურნალისტებთან და კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორთან მამუკა ციმინტიასთან ერთად აღნიშნა: „ძალიან სამწუხარო ფაქტია, ინვალიდ, ხანშიშესულ ქალბატონს არა აქვს თავშესაფარი. შეძრული ვარ იმ ფაქტის ხილვით, რაც ჩვენ აქ ვნახეთ, ჩვენ გვეგონა ეს ოჯახი დაკმაყოფილებული იყო ფართით, როგორც ხედავთ, აქ საცხოვრებელი პირობები არ არის.  გავერკვევი ამ საკითხში და დროულად გადავჭრით ამ პრობლემას. შეძრული ვარ ამ ფაქტის ხილვით”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Sk95KMi11Rg[/embedyt]

ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა. მოგვიანებით, მან ისევ დაიწყო შიმშილობა მერიის წინ, მაშინაც შეპირებებით დააბრუნეს შინ. ეს უკვე ციალა ჯოჯუას რიგით მესამე შიმშილობაა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!