- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინოშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.