7 წლიანი აკრედიტაცია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს


  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კლასტერში შემავალ პროგრამებს 7 წლის ვადით აკრედიტაცია მიანიჭა

 ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კლასტერში გაერთიანებული პროგრამებია:

პროგრამა 1: „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამა 2: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულება: საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – ისტორიის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – გეოგრაფიის მასწავლებელი;
  2. საბუნებისმეტყველო ბლოკი: საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) ბიოლოგიის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) ქიმიის მასწავლებელი;
  3. უცხოური ენების მიმართულება: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – ინგლისური ენის მასწავლებელი;
  4. ესთეტიკისა და სპორტის მიმართულება: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი; დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მუსიკის მასწავლებელი.

პროგრამა 3: დაწყებითი /საბაზო/საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

1.ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

2. მათემატიკის მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) მათემატიკის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მათემატიკის მასწავლებელი;

 3. დაწყებითი საფეხურის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;

4. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

5. ბუნებისმეტყველების მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + 9 =

Akismet ანტისპამი