630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ და მიწის ნაკვეთები დაუკანონდებათ


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები, ასევე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

“აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი დევნილი მოსახლეობისთვის – კიდევ 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები, ასევე მიწის ნაკვეთები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და თბილისში, ასევე გორის, გარდაბნის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ქარელის, მცხეთის, ხონის, ბაღდათის, აბაშის, ხობის, ხაშურის, ფოთის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში – ჯამში ეს არის 641 ერთეული სახელმწიფო ქონება, რომელიც დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.