6 გარეგნული ნიშანი, რომლითაც უხარისხო ფეხსაცმელს ამოიცნობთ


  • ხარისხიანი ფეხსაცმელი დიდხანს გვემსახურება და ფულის ეკონომიასაც ვახდენთ. ხარისხიანი ფეხსაცმლის არჩევა კი ნამდვილად რთული საქმეა. ამ სტატიაში საჭირო რჩევებს მოგცემთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ფეხსაცმლის ყიდვისას და რა გარეგნულ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ხელთ უხარისხო ფეხსაცმელი არ შეგრჩეთ.

1. წებოს კვალი აკურატულია თუ არა ნამუშევარი, შეგიძლიათ წებოს კვალით განსაზღვროთ. წებოს კვალი ძირზე ან მიწებებულ დეტალებზე-უხარისხოდ შესრულებულ ნაწარმზე მიანიშნებს.

2. ყალბი ნაკერები აუცილებლად შეამოწმეთ ნამდვილია თუ არა ნაკერი.ძალიან ხშირად ფეხსაცმელი წებოთია დამაგრებული, ნაკერს კი დეკორის გამო უკეთებენ. ასე არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, ფასი ყოველთვის არ შეესაბამება ხარისხს. იყიდეთ ფეხსაცმელი, რომელიც ნაკერითაა შესრულებული და აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, რომ პატარა გუბეში ჩახტომის შემდეგ თქვენს ფეხსაცმელს ძირი გასძვრება.

3. უხარისხო ღაბაში ხარისხიანი ღაბაშიდან(ფეხსაცმლის ჩასაფენი) ფერი არ უნდა გადავიდეს. ამის შემოწმება ადვილად შეგიძლიათ. გაუსვით ღაბაშზე სველი ხელსახოცი. მასზე საღებავის კვალი არ უნდა გადავიდეს.

4. მრუდე ქუსლი ქუსლი 90 გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს. პირველ რიგში ეს ხერხემალზე დატვირთვას ხსნის და მეორეც– ასე ფეხსაცმელი უფრო კარგად გამოიყურება

5. იაფფასიანი ფურნიტურა ფეხსაცმლის შეფასება ფურნიტურით ყველაზე ადვილია. იაფფასიანი ოქროსფერი ფურნიტურა პროვინციალიზმზე მიანიშნებს. შეარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომლის ფურნიტურასაც მოვერცხლისფრო ფერი დაჰკრავს.

6. პლასტმასის ქუსლსაკრავი აუცილებლად დაინტერესდით, თუ რითაა ქუსლსაკრავი დამზადებული. პლასტმასი ცოტა ხნით ძლებს. პოლიურეთანი ან მეტალი გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!