- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, 550 ოჯახს, საახალწლო ნობათს გადასცემს.
სადღესასწაულო კალათები დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.
კალათები 16 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს.