“ერთად იოსთვის“


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და MN-EVENT GROUP-ის ორგანიზებით საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით: “ერთად იოსთვის“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინფორმაციით, ანსამბლის ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებთან ერთად, იოანეს დასახმარებლად ჩატარებულ ღონისძიებას სიმბოლური თანხა შემოსწირეს.

საქველმოქმედო კონცერტში, თავის მხრივ აქტიურად ჩაერთო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია და MN-EVENT GROUP-ის დამფუძნებლები, რომლებმაც ერთობლივად გაიღეს შემოწირულობა.

იოანეს მხარდასაჭერ ღონისძიებაში სულ შემოვიდა 2355 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × five =

Akismet ანტისპამი