- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, 20 ნოემბერს, მესხიას ქუჩაზე, 15 წლის ბიჭი მოკლეს. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკამდე მიყვანამდე გარდაიცვალა.