ფრჩხილების კვნეტა
ერთი შეხედვით ბავშვური ჩვევა მედიკოსებისთვის იმდენად საყურადღებოა, რომ სპეციალური ტერმინიც კი არსებობს. ონიხოფაგიის სახელით ცნობილ“სენს“ სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. დაზიანებულ ქსოვილებში ინფექცია მარტივად შეიჭრება. ასევე, ფრჩხილების ქვეშ არსებული ბაქტერიები ადვილად გადადის ორგანიზმში.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საკანცელარიო ნივთებზე უამრავი მიკრობი იყრის თავს. ფანქრებისა თუ კალმების პირში ჩადებით კი ისინი დაუბრკოლებლად ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში.
თუ სტომატოლოგებს დავუჯერებთ, კბილების გამოხეხვა საკვების მიღებიდან მინიმუმ ნახევარ საათშია დასაშვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კბილების მგრძნობელობის გაზრდა და ემალის დაზიანება.
ფერიმჭამელებთან ხელით ბრძოლა
კანის დაზიანებას შესაძლოა, ლაქების დამჩნევა, ნაწიბურების ან წვრილი ნაოჭების გაჩენა მოჰყვეს.
საღეჭი რეზინის ინტენსიური გამოყენება
ერთი მხრივ, საღეჭი რეზინი ორგანიზმში მჟავე-ტუტოვან ბალანსს აღადგენს, თუმცა არსებობს მისი ხშირი გამოყენების უარყოფითი მხარე. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ეს უკანასკნელი მიმიკურ ნაოჭებს აჩენს.