თბილისი -ზუგდიდის მიმართულებით ფრენები იგეგმება


საინფორმაციო სააგენტო „Business Time“-ის ინფორმაციით, „თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენების შესრულება, 2020 წლიდან იგეგმება”, – ამის შესახებ “სერვის ეარ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ამირან მაჯავიძემ განაცხადა.
ნატახტარში მოქმედი კომპანია “სერვის ეარ ჰოლდინგის” დირექტორის თქმით, სამწუხაროდ 2019 წელს ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება ვერ მოესწრება.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილსის-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადგილობრივი  აეროდრომი საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს”, – განმარტა ამირან მანჯავიძემ.

ჟურნალისტის კითვხაზე, რამდენად არის მოთხოვნა ზუგდიდის მიმართულებით ფრენებზე, მანჯავიძემ  აღნიშნა: „თბილისის-ზუგდიდის მიმართულებით არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამდე მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან დიდია. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა სამეგრელოში, კერძოდ კი,  ანაკლიის პორტის მშენებლობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ საქმიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვენთან მომართვიანობამაც იმატა”, – განმარტა ამირან მანჯავიძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!