5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა


  • გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკაშირებით, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში ასევე 48-ე სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, ჩატარდა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დასუფთავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია, გულუას სახელობის პარკი, ქუჩები, სკვერები, ზუგდიდის მუზეუმის შიდა ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ტრასები, წყალსაწრეტი არხები, შავი ზღვის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

დასუფთავების აქციაში, მოქმედი რეგულაციების დაცვით, მონაწილეობა მიიღო 1200 -ზე მეტმა ადამიანმა. დასუფთავდა 49 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ნაგავსაყრელში გაიზიდა 53 მ3- ზე მეტი მყარი ნარჩენი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!