- გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკაშირებით, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში ასევე 48-ე სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, ჩატარდა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დასუფთავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია, გულუას სახელობის პარკი, ქუჩები, სკვერები, ზუგდიდის მუზეუმის შიდა ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ტრასები, წყალსაწრეტი არხები, შავი ზღვის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.
დასუფთავების აქციაში, მოქმედი რეგულაციების დაცვით, მონაწილეობა მიიღო 1200 -ზე მეტმა ადამიანმა. დასუფთავდა 49 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ნაგავსაყრელში გაიზიდა 53 მ3- ზე მეტი მყარი ნარჩენი.