4 მცენარე, რომელიც აუცილებლად უნდა დადგათ იქ, სადაც დიდ დროს ატარებთ


მეცნიერები გვირჩევენ, რომ ოთახში, სადაც ხალხი დროის დიდ ნაწილს ატარებს, სამზე ნაკლები ქოთნის ყვავილი არ გვედგას. ოთახის ყვავილების შერჩევისას მარტო სილამაზეს კი არა, სარგებლობასაც მიაქციეთ ყურადღება. 

1. ალოე

კარგად ასუფთავებს ჰაერს. ამიტომ ნუ მოგერიდებათ მისი საძინებელში დადგმა. ამასთანავე, იგი სამედიცინო თვალსაზრისითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მისი გარეცხილი ფოთლები იარაზე დაიდოთ. ალოეს წვენი საუკეთესოდ კურნავს გაციებასა და თავის ტკივილს.

2ფიკუსი
აგრეთვე საუკეთესო ჰაერგამწმენდ მცენარედ ითვლება. მისი ადგილია საძინებელი ან სამზარეულო, რომელთა ფანჯრებიც გზაზე გამოდის. მცენარემ დიდხანს რომ გაგიძლოთ, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ზომიერად მორწყეთ ხოლმე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მცენარეს ქოთანში კი არ ჩაუსხათ წყალი, არამედ ფოთლებზე შეასხურეთ.

3. გერანი
აუცილებლად საძინებელში უნდა დადგათ. გაგიუმჯობესდებათ ძილი, მოგეხსნებათ დაღლილობა და დაძაბულობა. იგი ისეთ ნივთიერებებს გამოჰყოფს, რომლებიც სახლს ბუზებისგან გაათავისუფლებს. ამიტომ შეგიძლიათ სამზარეულოშიც მიუჩინოთ ადგილი. გერანი სინათლის მოყვარული მცენარეა. მისი ადგილი ფანჯრის რაფაზეა. ზაფხულში ხშირად მორწყეთ.
4. ქლოროფიტუმი
ყველა ზემოჩამოთვლილ მცენარეზე უკეთ ასუფთავებს ჰაერს შენობაში, ხოლო თუ მის ქოთანში აქტივირებულ ნახშირს ჩადებთ, მცენარის სასარგებლო თვისებას ერთიორად გაზრდით. ეს სანიტარი-მცენარე ყველა ბაქტერიას ამარცხებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ თავად ქლოროფიტუმი არასდროს ავადდება მავნებლებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!