- საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 756 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.