304 000 ლარი კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის


კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 304 000 ლარი გამოიყოფა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, „შარშანდელი ხანძრის შემდეგ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მონასტერს გავარემონტებდით. ხარჯები დათვლილია და მისი რეაბილიტაციისთვის 304 000 ლარია გამოყოფილი“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!