მინი სტადიონები საკრებულოს წევრების მსჯელობის საგანი გახდა


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გელა თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნაცატუში, კორცხელში და ოქტომბერში მინი სტადიონები განათებული არ არის.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა ღნიშნული პრობლემის მოგვარებას. სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზვიად ჯგერენაიამ იკითხა: „რატომ იჩაგრება ჭითაწყარი და რატომ არ არის ჭითაწყარში მინი სტადიონი? მთელი ახალგაზრდობა ითხოვს ამას დიდი დაჟინებით“. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და ყოველთვის იგნორირებულია. საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ დეპუტატებს უთხრა, რომ ჩამონათვალი გაკეთებულია და სატენდეროდ გამზადებულია მინი სტადიონები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კოლეგებთან ინიციატივით გამოვიდა დეპუტატი მალხაზ ჭეჟია, მან საკრებულოს წევრებს შესთავაზა, ერთობლივად გასულიყვნენ ყველა სტადიონზე და ენახათ იქ არსებული მდგომარეობაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!