გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ 30 სექტემბერს.
30 სექტემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 110/35/6 კვ ქვესადგური “ზუგდიდი-I”-ს 6 კვ ფიდერები: N# 2 11:00 საათიდან 12:30 საათამდე; #17 12:30 საათიდან 14:00 საათამდე ; #18 14:00 საათიდან 15:30 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 2713 აბონენტს(ქალაქი).
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.