სამაგიდო წიგნი ზუგდიდელებისათვის


წიგნის “ზუგდიდის წარსული, აწმყო და მომავალი” გამოცემის იდეა საზოგადოება „ზუგდიდელში” დაიბადა. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ზუგდიდის ისტორია. წიგნზე მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე, უკვე ჩამოყალიბებულია წიგნის საბოლოო ვარიანტი, რომლის  განსახილველად  „ზუგდიდელის” ოფისში შეიკრიბნენ ზუგდიდის საზოგადოების გარკვეული ნაწილი და წიგნის სარედაქციო საბჭო.
შეხვედრაზე სპეციალურად ჩამოვიდა საბჭოს თავმჯდომარე, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ნოდარ ჭითანავა, რომელმაც შეხვედრაზე გააკეთა ინფორმაცია,  რომ წიგნი “ზუგდიდის წარსული, აწმყო და მომავალი”  გამოიცემა წლის ბოლოსთვის და ის გახდება თითოეული ზუგდიდელის სამაგიდო წიგნი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!