30-31 მარტს დასვლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 მარტს დასვლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.
1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 – 31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!