29 აგვისტოდან უკრაინაში უცხოელების შესვლა ერთი თვით იკრძალება


  • უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.

ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ძალაში შევა 29 აგვისტოდან და იმოქმედებს 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1670-ით გაიზარდა და 110 085 ადამიანი შეადგინა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!