თეატრებსა და კინოთეატრებში მაყურებლები დაიშვებიან პირბადით და ისინი თითო სკამის გამოტოვებით განთავსდებიან


  • ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების მოთხოვნა თეატრებსა და კინოთეატრებზეც გავრცელდება. ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაყურებლები კინოსეანსსა და სპექტაკლზე დაიშვებიან პირბადით და ისინი თითო სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.

„მოგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება დაწესებული. ზოგადი მოთხოვნები – თერმოსკირინინგისა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება – რჩება უცვლელი. ხუთ კვადატულ მეტრზე შესაძლებელი იქნება ერთი ადამიანის დაშვება. ასევე, თეატრში ყოფნის ზედა ზღვარი არის სამი საათი, რაც მოიცავს როგორც მაყურებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს. ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. ასევე, შესაბამისი პროცედურებია განსაზღვრული სადენზინფექციო სამუშაოების მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ადამიანების დაშვება მოხდება პირბადით და ისინი თითო სკამის გამოტოვებით განთავსდებიან“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები ასევე, 2 კვირის ინტერვალით – 1-ლი ოქტომბრიდან.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!