28-29 მარტს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 30 მარტს კი გაწვიმდება.

“თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.”-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!