27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა


  • სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, დღეს მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინ­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. მისი მამა – ზა­ბუ­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გან­მა­ნათ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ეპყრა ხელ­ში.

წმი­და ნინო ფა­რავ­ნის ტბას­თან ორი დღე შე­ჩერ­და და მე­თევ­ზურ­თა­გან მირ­თმე­უ­ლი საკ­ვე­ბით ძალა მო­იკ­რი­ბა. და­სას­ვე­ნებ­ლად მი­წა­ზე მი­წო­ლილს ძილ­ში ბრწყინ­ვა­ლე კაცი ეჩ­ვე­ნა, რო­მელ­მაც და­ბეჭ­დი­ლი წე­რი­ლი მის­ცა და უთხრა, რომ წე­რი­ლი წარ­მარ­თთა მე­ფის­თვის მი­ერ­თმია, რად­გა­ნაც ამის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი. წე­რი­ლის თავ­ში რო­მა­უ­ლად იე­სოს სა­ხე­ლი ეწე­რა და, რო­გორც მო­სეს ქვის ფიც­რებ­ზე, ათი სი­ტყვა იყო და­წე­რი­ლი.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. ამ დროს სა­მე­ფო ტახ­ტი მეფე მი­რი­ან­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ეპყრათ.

წმი­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1(19) ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს – გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!