კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა


  • საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა. ამას ადასტურებს გამოცემა TMZ-ც, რომელმაც ბრაიანტის გარდაცვალებაზე გაავრცელა ინფორმაცია.

კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!