- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და 26 მაისს, ზუგდიდში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
24 მაისის 03:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, კიკალიშვილის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან კიკალიშვილის ქუჩის მიმართულებით და რუსთაველის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით. ავტომობილები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით, კ. გამსახურდიას ქუჩიდან კედიას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან ნარმანიას ქუჩის მიმართულებით.
ასევე, 24 მაისის 22:00 საათიდან, 27 მაისის 08:00 საათამდე, დამატებით შეიზღუდება მოძრაობა კედიას ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, რუსთაველის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით და კოსტავას ქუჩიდან ნარმანიას ქუჩის მიმართულებით. ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩებით კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლისა და ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან მეუნარგიას, გამარჯვებისა და კ. გამსახურდიას ქუჩების მიმართულებით.
27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.